02:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 13:23:50, 1661 ნახვა

ომი უკრაინაში
დღეს კიევში გლოვის დღეა

კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აღნიშნავს, 18 ივნისს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება.

ამასთან, უკრაინის დედაქალაქში აიკრძალება ნებისმიერი გასართობი ღონისძიების ჩატარება.

„18 ივნისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება. ასევე რეკომენდებულია სახელმწიფო დროშების დაშვება სახელმწიფო და კერძო შენობებზე“, – აღნიშნა კლიჩკომ.

გასულ ღამეს რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა. რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 114 კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics