18:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 11:00:09, 527 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება - რუსეთს მშვიდობის დამყარება უნდა აიძულონ

ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს მშვიდობის დამყარებაუნდა აიძულონ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, “რუსეთს არ აქვს არანაირი ლეგიტიმური მიზეზი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ევროპაში თავისი ომის თანამონაწილეებად აქციოს“.

“საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს უკრაინის თავდაცვის უფლება, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული იყოს. პუტინმა იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი დაარღვია, რომ თავისით არ გაჩერდება. რუსეთის მშვიდობამდე მიყვანა მხოლოდ იძულებით შეიძლება და ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა. ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება. რუსეთს არ აქვს არანაირი ლეგიტიმური მიზეზი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ევროპაში თავისი ომის თანამონაწილეებად აქციოს, მათი იარაღით კლავენ უკრაინელებს და ეხმარებიან პუტინს ჩვენი მიწების მითვისებაში“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics