14:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 16:34:40, 1079 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. 

კასპის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. 

"პროექტის მიხედვით, 1 052 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი მოეწყობა. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. აღსანიშნავია, რომ მოცემული გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. 

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ცეკური“ ახორციელებს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics