14:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 19:10:20, 862 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად  ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში, კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნულ მისამართებზე საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე.

,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. მოსახლეობას ბინები  სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.

ავარიული სახლების პროგრამის განხორცილებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics