10:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 22:52:23, 1190 ნახვა

რეგიონი
დღეს ქედაში, სააახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთო

დღეს ქედაში, სააახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთო.

ღონისძიება საახალწლო კონცერტით დაიწყო, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი ,,ელესა", ინდივიდუალური შემსრულებელი ირინა დევაძე და ზაურ თებიძე მონაწილეობდა.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული ქედის მუნიციპალიტეტი. საახალწლო განათებებით და ილუმინაციებით დაიტვირთა ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორია, განათდა დაბის ქუჩები. ასევე, აღსანიშნავია რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დამატებით, საჩუქრად გადმოგვეცა საახალწლო ილუმინაციები.



 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics