09:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 09:50:05, 1070 ნახვა

რეგიონი
ქედაში პოეტ გურამ არძენაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ქედის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებაში პოეტ გურამ არძენაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემოქმედებით საღამოში კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო კლუბებისა და კულტურის სახლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

"ღონისძიებას მუსიკალურად კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" აფორმებდა.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ოთარ ხარაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ადგილობრივი თვითმმართველობის, რესურცენტრისა და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები ესწრებოდნენ

გურამ არძენაძე 1942 წლის 30 მარტს სოფელ დანდალოში დაიბადა. 1962-1965 წლებში ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაასრულა. ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში ლიტერატურას ასწავლიდა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი. პოეტის ლექსები სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. აქვს სკოლაში მუშაობის 50-წლიანი გამოცდილება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics