03:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 13:40:20, 465 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: მეტი ეჭვია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას მიესალმება, თუმცა, ასეთი რთული საქმის მოკლე ვადაში გახსნის მოლოდინი არ ჰქონდა.   

მისივე შეფასებით, ეჭვია, რომ ბრალდებული საკუთარი ინტერესებით არ მოქმედებდა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.

აქედან გამომდინარე, სესიაშვილის თქმით, გამოძიება მკვლელობის დამკვეთამდე უნდა მივიდეს.
„ძალიან რთული საქმე იყო და ასეთ მოკლე ვადაში მისი გამოძიების დაბალი შანსი იყო – ეს იყო  ჩემი მოლოდინი, თუმცა, ძალიან ეფექტურ გამოძიებას მივესალმები. დღეს ყველა იმის მოლოდინში ვართ და დარმწუნებული ვარ, რომ გამოძიება უნდა გავიდეს დამკვეთებზე.  მეტი ეჭვია, რომ ბრალდებული მიუხედავად იმისა, რომ უდანაშულობის პრეზუმფციის  პრინციპებს ვიცავ,  მოქმედებდა არა საკუთარი ინტერესებით, არამედ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა“, – აღნიშნა სესიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ უშიშროების სამსახურებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა ასეთი რისკებისგან ქვეყანა დაიცვან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics