16:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 20:47:01, 459 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უნგრელი კოლეგის ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ლასლო კოვერს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო თანამშრომლობის ოქმს მოაწერენ ხელს.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, უნგრეთს 10 თებერვალს დატოვებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics