18:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 12:07:58, 525 ნახვა

პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატს არ წარადგენს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას არ წარუდგენს.

ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

გიგაურის თქმით, იმ ვითარებაში, როცა მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია  მიმდინარეობს, ბევრი ღირსეული კანდიდატის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურთ.

 

"მაშინ,  როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიაა,  ჩვენ არ გვინდა,  უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი.  რადგანაც ვფიქრობთ, რომ ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ წარვადგენთ, მას შეიძლება მხარი არ დაუჭიროს პარლამენტის უმრავლესობამ. თუმცა ჩვენ როგორც იცით ამ პროცესში ჩართულები ვიყავით და კრიტერიუმების დადგენაშიც მოვიღეთ აქტიური მონაწილეობა. მოვუწოდებთ პროფესიულ წრეებს, უნივერსიტეტებს და სხვა ჯგუფებს  იაქტიურონ ამ მიმართულებით. იმისთვის რომ პრეზიდენტს საბოლოოდ დიდი არჩევანი ქონდეს",-განუცხადა გიგაურმა "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპეტენტურ პირებს მოუწოდა,  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატები 9 თებერვლამდე წარადგინონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics