23:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 16:53:19, 2470 ნახვა

კომენტარი
ტიტე აროშიძე - ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას

ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას, - ასე აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ უკრაინის მოქალაქეებს ბათუმის მერიის კუთვნილ სცენაზე კონცერტის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება ქვეყანაში მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლებს სასაცილოდაც არ ეყოთ, მაგრამ ეს ბათუმში ნათლად დადასტურდა.

„პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს მინდა მივულოცო ეროვნული დღესასწაული და აღვნიშნო, რომ დღეს უკრაინა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისათვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში.

რაც შეეხება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას. ფაქტია ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი პარტიის ლიდერმა - ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებიც იგეგმებოდა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაში. მისი ეს განცხადება, მაშინ, სასაცილოდაც არ ეყოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ნათლად დადასტურდა ბათუმში, როცა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოტივით ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას.

საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მხარს უჭერს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მჯერა, ჩვენი საზოგადოება არ აჰყვება არანაირ პროვოკაციას“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.
აღნიშნულ კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics