|
2015-02-05 14:01:07, 386 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ლიტველ კოლეგას იუოზას ოლეკასს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძე ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზას ოლეკასს შეხვდა. უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე. მინდია ჯანელიძემ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ამ პროცესში აქტიური ჩართულობის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლიტველი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის. ლიტვის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. იუოზას ოლეკასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და განაცხადა, რომ ლიტვა აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)