14:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 13:32:27, 557 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნა, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტშია შესაძლებელი

„ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკოპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, ეს განიხილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სოხუმში ოფისს ხსნის.

დავით ბაქრაძე აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა და ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციები ბევრჯერ გავრცელებულა, თუმცა საბოლოოდ არ დადასტურებულა.

„რაც შეეხება იმ შინაარს, რაც გაჟღერებული იქნა აფხაზური მედიის სახით, ვფიქრობ კომენტარს იმსახურებს მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ამას მოვისმენთ უშუალოდ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლებისგან. ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკოპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, ეს განიხილება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთიანობის კონტექსტში. იმის ალბათობა, რომ იქ ოფისი გაიხსნება, განიხილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოში წარმომადგენლობის ნაწილის კონტექსტში. ძალიან არ არის სანდო მხოლოდ აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენ მოგვისმენია ბევრი ასეთი ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ არ ყოფილა დადასტურებული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics