14:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 20:00:20, 734 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე - რთული პროცესია, რამდენიმე დღე დარჩნენ სოცმუშაკები, იყვნენ ბავშვებთან და გაიცნონ

„რთული პროცესია, რამდენიმე დღე დარჩნენ სოცმუშაკები, იყვნენ ბავშვებთან და გაიცნონ“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოცმუშაკებს ნდობა უნდა გამოუცხადონ და საქმის გაკეთებაში დაეხმარონ.

„ზოგადად, ბავშვებთან გვაქვს შეხვედრა, როგორც გავესაუბრე სოცმუშაკებს, ამ წუთას ერთი ამოცანა აქვთ - გაარკვიონ, ადგილზე ვინც არიან, ვის აქვს სურვილი, რომ აქედან სადმე წავიდეს, თუ არ აქვთ ამის სურვილი.

ოღონდ, ეს მარტო ბავშვის სურვილზე არ არის დამოკიდებული, თუ ბავშვს უნდა წასვლა, სად უნდა გააჩნია და სადაც უნდა, იქაც უნდა ჩავიდნენ სოცმუშაკები.

მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვია, რომლის მშობელიც ცხოვრობს ერთ-ერთი ასეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები და ამ ბავშვს უნდა, რომ მის მშობელთან იყოს.

იმ მშობელს უნდა ჩააკითხონ, ჰკითხონ რამდენად შეუძლია და იმ დაწესებულებას რამდენად აქვს ამის რესურსი, რთული პროცესია.

ამ შემთხვევაში გამოსავალს ამაში ვხედავ, რომ ამ სოცმუშაკებს რაღაცნაირი ნდობა გამოვუცხადოთ, პიროვნულად არ არიან ცუდი ადამიანები.

სოცმუშაკები აქედან სავარაუდოდ, დღეს არ გამოვლენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ასეთ სტრესულ ვითარებაში ბავშვებს რომ არ ელაპარაკონ, რამდენიმე დღე დარჩნენ ეს სოცმუშაკები, ღამე დარჩნენ, იყვნენ ამ ბავშვებთან, იცხოვრონ ცოტა ხანი, გაიცნონ.

ამ წუთას ასეთი ვითარებაა, როგორც კი ახალი ინფორმაცია, ან ახალი შეთანხმება, გადაწყვეტილება იქნება, გამოვალ და მოგიყვებით“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics