21:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 15:22:07, 859 ნახვა

სხვადასხვა
გიგლა აგულაშვილი: ბრაკონიერებისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის მომპოვებლების წინააღმდეგ შეურიგებელი ვიქნებით

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ბრაკონიერებისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის მომპოვებლების წინააღმდეგ შეურიგებელი იქნებიან. ამ კომენტარით აგულაშვილი გუშინ სვანეთში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. კერძოდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ ჭუბეთთან ხე-ტყის ჭრის უფლების მიღების მოთხოვნით, გზა გადაკეტა. მათ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში გზა ქვებით ჰქონდათ ჩახერგილი აგულაშვილის თქმით, ხე-ტყის ჭრა მომავალში ძალიან რთულ პრობლემებს წარმოქმნის. მისივე განმარტებით, სახელმწიფო მოქალაქეებთან დიალოგისთვის მზადაა. "ზოგიერთისთვის პატრიოტიზმი როგორც ჩანს გაიგივებულია ხის უკანონო ჭრასთან. ჩვენ ვთავაზობთ ყველას სვანეთში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღესაც აგრძელებს უკანონო რეწვას, უკანონო მოპოვებას, უკანონო ჭრას, შემოვიდნენ სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში, ითანამშრომლონ ჩვენთან. ვთავაზობთ მათ რეალურ დასაქმებას და ჩრდილოვანი ეკონომიკური პროცესების საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გარდაქმნას. ვთავაზობთ კონკრეტულ პირობებს, მზად ვართ დიალოგისთვი. შევუთვალეთ მათ კიდეც. ამავე დროს შეურიგებელი ვიქნებით ბრაკონიერების წინააღმდეგ, ხე ტყის უკანონო ჭრის მომპოვებლების წინააღმდეგ, რადგან ეს გაცილებით უფრო რთული პრობლემების წარმომქმნელი და შემქმნელია, ვიდრე დღევანდელი თემები და საკითხები",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics