16:07 - 18 Apr, 2026
|
2020-05-03 10:58:22, 6009 ნახვა
ომი უკრაინაში
ზუგდიდსა და ბოლნისში 94 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, გუშინ COVID-19-ზე 83 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ აღნიშნა, გამოკვლეული იყო, როგორც რეგიონის ცხელების კლინიკების პაციენტები, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი პირები და ცხელების ცენტრის მედპერსონალიც. ამასთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გუშინ საღამოს გაგზავნილი იყო 11 პირის ბიოლოგიური ნიმუში, კორონავირუსის ინფექცია არც ერთთან არ დადასტურდა. 11-ივე პირის ნიმუში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები იყვნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 107 დადასტურებული შემთხვევაა დადგენილი, მათგან ცხრა გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)