23:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 09:51:40, 642 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი გუშინ ღამით ჩამოასვენეს.

დაღუპული მებრძოლის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები დახვდნენ.

აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო, სამხედრო ატაშე  სერგეი კონდიუსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე.

სუხიაშვილს აეროპორტის გასასვლელში დაშვებული დროშების ფონზე მიაგეს პატივი.

აეროპორტიდან ცხედარი ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის საბრძოლო ქმედებების დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics