01:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-19 22:50:43, 8489 ნახვა

Lifestyle
ლეგენდარული იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი, Valentino-ს მოდის სახლის დამფუძნებელი, ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვალენტინო გარავანისა და ჯანკარლო ჯამეტის ფონდის განცხადების თანახმად, ის „რომის რეზიდენციის სიმშვიდეში, საყვარელი ადამიანების სიყვარულით გარშემორტყმული“ გარდაიცვალა.

გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი რომში, პიაცა მინიანელის დარბაზში ოთხშაბათს, 21 იანვარს და ხუთშაბათს, 22 იანვარს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. დაკრძალვა პარასკევს, 23 იანვარს, 11:00 საათზე, რომში, პიაცა დელა რესპუბლიკის სანტა მარია დელი ანჯელესა და დეი მარტირის ბაზილიკაში გაიმართება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, დაწერა:
„ვალენტინო, სტილისა და ელეგანტურობის უდავო ოსტატი, იტალიური მაღალი მოდის მარადიული სიმბოლო. დღეს იტალია ლეგენდას კარგავს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა თაობებს შთააგონებს. მადლობა ყველაფრისთვის“.

დამახასიათებელი წითელი ელფერისა და ელეგანტური მაღალი მოდის სილუეტების შემქმნელმა მსოფლიო აღიარება XX საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა და მისი სტილი ფუფუნებისა და სტატუსის აღიარებულ სიმბოლოდ იქცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics