18:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 11:51:52, 5032 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები დააჯილდოვა.

იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსის განმავლობაში მომავალი ოფიცრები სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics