10:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-30 13:02:49, 1780 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალები შოტლანდიაში მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Sea Breeze 2023 მონაწილეობდა

გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში, გლაზგოსა და ლოხ-იუში აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2023 ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას მრავალეროვან პარტნიორებთან ერთად, ასევე შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას. მრავალეროვნულ სწავლებაში წელს საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი. თავდაცვის ძალების ორი ოფიცერი ნაღმოსანთა ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებში იყო ჩართული.

სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი კი, მოტივტივე საზღვაო ნაღმების, ფსკერის ნაღმების და მისაკრავი ნაღმების ძებნის, აღმოჩენის, განაღმის და დანაღმვის როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებებში მონაწილეობდა.

საქართველოსთან ერთად სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ასევე ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფება.

საქართველოს თავდაცვის ძალები Sea Breeze-ში 2001 წლიდან იღებს მონაწილეობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics