2015-08-07 09:38:08, 752 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“–ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია
„რუსთავი 2“–ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია.
ტელეკომპანია „რუსთვი 2“–ის ინფორმაციით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.
აღნიშნულ ფაქტს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება და აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას.
"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი - სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ეს არაა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა - მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე არაა მხოლოდ ქიბარ ხალვაში და მოდავე მხარე არის ხელისუფლება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან