14:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 13:32:28, 643 ნახვა

სამართალი
თაღლითობის ფაქტზე ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მოქალაქისთვის თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე შსს აჭარის  მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ პაპიძე დააკავეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ივლისის თვეში, ემზარ პაპიძე, სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ  შორენა მამულაშვილს დაპირდა, რომ აუყვანდა ადვოკატს, რომელიც საქმეს მოაგვარებდა და მას  არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნებოდა, რისთვისაც მოტყუებით  200 ლარი გამოართვა.

„2015 წლის 22 ივლისს, შორენა მამულაშვილის მიმართ სახელმწიფოს ხარჯზე, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ ემზარ პაპიძეს დაპირებული არცერთი მოქმედება არ შეუსრულებია, იგი კვლავ დაუკავშირდა შორენა მამულაშვილს და მოატყუა, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოტანა  მისი დამსახურება იყო და საქმე პროკურორთან და მოსამართლესთან მან მოაგვარა და სისხლის სამართლის საქმის თითქოსდა საბოლოოდ დასასრულებლად შორენა მამულაშვილს დამატებით 100 ლარი გამოართვა.

ემზარ პაპიძე შორენა მამულაშვილისგან მოტყუებით  ჯამში 300 ლარის ოდენობის თანხას დაეუფლა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics