12:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 17:31:34, 745 ნახვა

სამართალი
ნინო გიორგობიანი: დეზინფორმაციაა, რომ 333 კგ ჰეროინი რუმინეთში საქართველოს გავლით მოხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა.

როგორც გიორგობიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ მცდელობას.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არის დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი მცდელობა. თავად რუმინეთის პოლიციის ოფიციალურ საიტზე, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არის გავრცელებული, საქართველო საერთოდ ნახსენები არ არის და ტვირთის სატრანზიტო ქვეყნებად დასახელებულია მხოლოდ თურქეთი და უკრაინა.

ამას გარდა, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლოციის დეპარტამენტი დაუკავშირდა რუმინელ კოლეგებს, სადაც დაუდასტურეს, რომ საქართველოს აღნიშნულ ტვირთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გადაამოწმა იმ ავტომანქანის სანომრე ნიშნები, საიდანაც მოხდა ნარკოტიკის ამოღება, აღნიშნულ ავტომანქანას საქართველოს საზღვრები არ გადმოუკვეთავს",-წერს ნინო გიორგობიანი და რუმინეთის პოლიციის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულს აქვეყნებს:  https://politiaromana.ro/ro/stiri/peste-300-de-kg-de-heroina-descoperite-in-doua-autotrenuri





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics