05:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 17:47:12, 5615 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ჩვენ მთავარ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან

100 დღის მუშაობის შეჯამებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან  თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ამბიციურ ნაბიჯებზე გაამახვილა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ის მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის აქტში აისახა.

„მოცემული პოლიტიკური მხარდაჭერის პრაქტიკული მაგალითია ერთი თვის წინ ჩემი ვიზიტი ამერიკაში და იქ გაფორმებული სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენს უწყებასა და ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. ჩარჩო ხელშეკრულება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ამ ურთიერთობას და ხელს შეუწყობს ჯარის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-სთან თანამშრომლობაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP),  რომელმაც მნიშვნელოვნად აამაღლა სამხედროების საბრძოლო მზადყოფნა. მისი თქმით, 2020 GDRP-ის ინსტიტუციონალიზაციის წელი იქნება.

„მიღებული პრაქტიკული წვრთნებისა და  შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე გავაძლიერებთ მართვისა და კონტროლის სისტემას. ასევე, ჩამოვაყალიბებთ თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური მრავალწლიანი განვითარების მტკიცე საფუძველს“, - აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა, რომ დღევანდელი ჯარი არის განსაკუთრებით ძლიერი, ვიდრე იყო 5 ან 10 წლის წინ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics