09:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 08:48:25, 386 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკის ადმინისტრაციაში ინფორმაცია არ აქვთ, ნაპოვნია თუ არა ყველა გაქცეული ცხოველი

სტიქიის შედეგად, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები ცეცხლსასროლი იარაღით ლიკვიდირებული არიან. თუმცა, როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ამ დრომდე უცნობია, ნაპოვნია თუ არა უკლებლივ  ყველა ის ცხოველი, რომელიც სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაიქცა. 
"მტაცებლები  ცეცხლსასროლი იარაღით არიან ლიკვიდირებული. ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია, არის თუ არა ყველა გაქცეული ცხოველი ნაპოვნი",-განუცხადა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს".
 ცნობისთვის, ძლიერი წვიმის გამო, წუხელ  ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგიებისგან თავი შეიკავონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics