10:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 11:57:50, 606 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო

სასტუმრო „HOLIDAY INN“-ში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ორგანიზებით,   რეგიონალური კონფერენცია დაიხურა, რომელიც  კავკასიასა და შუა აზიაში საბიუჯეტო საკითხებსა და ფისკალურ პოლიტიკას მიეძღვნა.

კონფერენციის დახურვას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მონაწილეებს ასევე მიმართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ისეთი თემები, როგორიცაა საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი და შეფასება და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ  გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და რჩევები, თუ  როგორ შეიმუშაონ და მართონ საჯარო ფინანსები. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, თურქეთის,  სომხეთის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ცენტრალური ბანკის თანამშრომლები, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ეკონომისტები, პროგრამის ხელმძღვანელები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics