2015-06-04 19:30:01, 379 ნახვა
საზოგადოება
„საზაფხულო ბაღებში“ რეგისტრაცია 10 ივნისიდან დაიწყება
სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, 25 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ათივე რაიონში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ,,საზაფხულო ბაღები’’ გააგრძელებენ.
საზაფხულო ბაგა-ბაღები შეირჩა ადგილ-მდებარეობის, კეთილმოწყობილი შენობისა და ეზოს ფაქტორების გათვალისწინებით.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.kids.org.ge 10 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღში დარეგისტრირებით აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან