2015-05-20 10:36:03, 356 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ახალაშენებული კულტურის სახლის შენობა დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ახალაშენებული კულტურის სახლის შენობა დაათვალიერა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდა. ახალი კულტურის სახლის შენობა 400 მაყურებელზეა გათვლილი. შენობის პირველ სართულზე ადმინისტარციული ოთახები, სცენის დამხმარე ფართი, საგრიმიორები და გასახდელებია. აქვეა განთავსებული საკონფერენციო დარბაზები, კვების ბლოკი, დამოუკიდებელი სველი წერტილები და რამდენიმე შესასვლელი.
ახალი კულტურის ცენტრის მეორე სართულზე სარეპეტიციო დარბაზები, სტუდიები და მცირე საგამოფენო კუთხე განთავსდა. შენობა ახალი ინვენტარითა და შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან