2015-05-16 17:38:37, 476 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა პარალიზებულია
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, დიღმის მასივის შიდა გზებზე საცობებია.
ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება.
„თბილისი 2015“-ის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლისთვის შემოღებული შეზღუდვების გამო, ავტომობილები დიღმის მასივის შიდა გზებით სარგებლობენ, რამაც გზებზე საცობები შექმნა.
ავტომობილებისთვის გადაადგილება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან "თბილისი მოლის" მიმართულებით არის გადაკეტილი. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
გარდა ამისა, სრულად არის გადაკეტილი ლიუბლიანას ქუჩა. ასევე, მოძრაობა გართულებულია მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან