07:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 16:20:24, 826 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე დაღუპული გმირები გაიხსენეს

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა უცხოეთში დაღუპული გმირები გაიხსენეს

15 თებერვალს, მსოფლიოში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ომის ვეტერანები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ და უცხოეთში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პროგრამის ფარგლებში, 2012 წელს ავღანეთის ომში დაღუპული სამი ჯარისკაცის დედებსა და მეუღლეებს 3 მარტს 1,000-1,000 ლარს, ხოლო აგვისტოს თვეში 3,000- 3,000 ლარს გადასცემს.

ბათუმის მერიამ კი დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ავღანეთის ომში დაზარალებული ოთხი მეომრის ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300-300 ლარი გადასცა. გარდა ამისა, მერია ომის ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას, ტელეფონის სააბონენტო და კომუნალურ ხარჯებს აფინანსებს.

საბჭოთა ჯარები ავღანეთში 1979 წლის დეკემბერში შეიჭრნენ. 10-წლიანი ომის დროს, ავღანეთში საქართველოდან 5 000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, მათგან 128 დაიღუპა, 300 დაზარალდა, 7 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics