14:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 17:05:25, 841 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ფურტიოს სკოლის მშენებლობა დაათვალიერა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ფურტიოს საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ ფურტიოში აშენდა სამსართულიანი არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურული შენობა, რომელშიც გათვალისწინებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სრულად კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სპორტული დარბაზის მშენებლობის დასკვნითი ეტაპი.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნოველთი“. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 935 110 ლარს შეადგენს.

სკოლის მშნებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დღესვე ფრიდონ ფუტკარაძემ ფურტიოში, რაგბის მოედანზე, ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლასთან არსებული სარაგბო ჯგუფის ვარჯიშს დასეწრო. მომავალ მორაგბებს მხარდაჭერა და წარმატებები უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics