2017-10-28 15:14:59, 1320 ნახვა
რეგიონი
შსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი უმოკლეს დროში ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ახმეტიდან დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს“, - აცხადებენ შსს-ში.
(NS)
ავტორი: ,