05:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 14:18:49, 834 ნახვა

რეგიონი
ქუთაისში სტიქიას ებრძვიან - ვიდეო

ქუთაისში უამინდობამ პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე  ოღასყურა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც,  დაიტბორა ქუჩები და სახლის პირველი სართულის სარდაფები.  განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, შესაბამისი სტრუქტურები მობილიზებულია და პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაფერი კეთდება:

„მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. 12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა , რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო.  ეს არის  ინფორმაცია, რომელიც  გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს.  მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა.  ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. პირველ რიგში სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან.  მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა“,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics