2017-10-12 13:08:17, 1213 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლიტველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიტაუტას უმბრასას შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უწყების ცნობით, ლიტვისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ყურადღება გამახვილდა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლიტველ კოლეგას საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სამაგალითო პარტნიორია და მომავალი წლიდან გარკვეული მიმართულებებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ლიტვის მხარემ თავდაცვის უწყებას რეფორმების განხორციელების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.
(NS)
ავტორი: ,