09:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 18:04:52, 402 ნახვა

საზოგადოება
„ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი შეხვდა

საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი შეხვდა. 

შეხვედრა პროექტის „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში გაიმართა. ძირითადი დრო ფოტოგრაფიის ხელოვნებას და მის მნიშვნელობას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ გოგა ჩანადირის მიერ გადაღებულლი ფოტომასალაც. 

სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს დათვალიერებული და ფირზე აღბეჭდილი ისტორიულ-გეოგრაფიული ღირშესანიშნაობების შესახებ უამბო. 

შეხვედრის მეორე ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების, პროფესიული არჩევანის, ასევე ჰობის შესახებ ისაუბრეს და გარკვეული რჩევებიც მიიღეს.  შეხვედრის დასასრულს პროგრამის მონაწილეები შეუერთდნენ ფოტოგრაფის მიერ 21 თებერვალს მშობლიური ენის მსოფლიო დღეს ინიცირებულ აქციას - „დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან“. 

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი" საქართველოს 13 ქალაქში არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „პროფესიული არჩევანი“. ამ პროექტის ფარგლებში საინტერესო და წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრა ყოველკვირეულად იმართება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics