23:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 16:12:02, 1149 ნახვა

რეგიონი
ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან ხნული გაავლეს

ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მახლობლად, სოფელ ყარაფილასთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ხნული ორჭოსნის მონაკვეთზეა გავლებული.

 „ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს“,-აცხადებენ სუს-ში.  

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი   ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე დადგება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics