21:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 17:36:59, 890 ნახვა

რეგიონი
პატრიარქმა ხაშურში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის საძირკველი აკურთხა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხაშურში, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის საძირკველი აკურთხა.

„ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი ღვთაებრივი მადლი მხოლოდ მოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას”, - განაცხადა პატრიარქმა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ბანას მრგვალი ფორმის ტაძრის ნანგრევები ისტორიულ ტაო-კლარჯეთშია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics