23:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 20:59:17, 1976 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
Buzzfeed-მა 17 ადგილი დაასახელა, სადაც ტურისტები აუცილებლად უნდა ჩავიდნენ - 10 ადგილზე თბილისია

გამოცემა Buzzfeed-მა 17 ადგილი დაასახელა, სადაც ტურისტები აუცილებლად უნდა ჩავიდნენ.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ვიზიტორებმა ეს ადგილები რაც შეეძლება მალე უნდა მოინახულონ. 

Buzzfeed-ის სიაში, საქართველოს დედაქალაქიც მოხდა. 

ავტორმა სტატია TripAdvisor-ის რევიუების მიხედვით მოამზადა, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კარგ შეფასებებს იღებს. ის ყურადღებას არამხოლოდ ქვეყანაზე, არამედ ქალაქებზე ამახვილებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ჩამოთვლილი ქალაქები, სავარაუდოდ, მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები იქნებიან.

„საქართველოს დედაქალაქი ულამაზესი ძველი ქალაქია, რომლის ქვაფენილიანი ქუჩები და ისტორიული შენობები ელოდებიან, თუ როდის აღმოაჩენენ მათ. საკვები აქ განსაკუთრებულად კარგია. მოგზაურები თბილისს ყველაზე გასაოცარ და ორიგინალურ ქალაქს ეძახიან“, - ნათქვამია სტატიაში. 

გარდა თბილისისა, აღნიშნულ სიაში მოხვდვენ: ჯოდპური (ინდოეთი), ელ-ნიდო (ფილიპინები), ჟერიკოაკოარა (ბრაზილია), ეილათი (ისრაელი), ბაქო (აზერბაიჯანი), ხაკო (კოსტა-რიკა), იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა), სან-ხოსე-დელ-კაბო (მექსიკა), და-ლატი (ვიეტნამი), უისტლერი (კანადა), კიჰეი (ჰავაის კუნძულები, აშშ), ლას-პალმასი (კანარის კუნძულები, ესპანეთი), ყაზანი (რუსეთი), კიევი (უკრაინა), ოკლენდი (ახალი ზელანდია) და ვროცლავი (პოლონეთი).

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე: https://www.buzzfeed.com/jemimaskelley/travel-destinations?utm_term=.fykll2MYEp#.wuGmmy2B97

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics