12:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 19:41:21, 686 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად ფიჭვნარის „ძმათა სასაფლაო“ და დაბა ოჩხამურში, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემეორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა, 9 მაისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, უმაღლესი საბჭოს, საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა ხეივანში მიაგო. ადგილზე შეკრებილნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც.

ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით ფულად დახმარებას ღებულობენ.

72 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics