09:39 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 12:35:39, 2197 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ჩვენ რომანტიულ კანონებს ვერ შევქმნით

„თუ გვინდა მოვშალოთ დაცვის ყველა ზღვარი და რომანტიული კანონები ვწეროთ - ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯები არ იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიამ ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს უპასუხა:

"ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ისედაც აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ არის, პრემიერი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს და არ მესმის ამ ლოგიკის, რომ სააგენტო პრემიერს უნდა დაექვემდებაროს. რაც შეეხება კომპანიებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ რომელიმე მხარეზე, არამედ ყველაზე- მოსახლეობაზეც და ბიზნესზეც. მიღებულ კანონში სად წერია, რომ ბიზნესს პრობლემა ექმნება? ჩვენ გვაქვს ფორმულირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო აიღო ტექნიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ტექნიკური და ორგანიზაციული მოწყობა უნდა იყოს იმგვარი, რომ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს.

"უზრუნველვყავით სააგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა. მივიღეთ კანონი, სადაც მაქსიმალური კონტროლი ჩავდეთ, მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი მივანიჭეთ ისეთი უფლება, რომელიც თითქმის არცერთ ქვეყანაში არ არის", - აღნიშნა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics