2017-03-20 14:44:30, 2090 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგო რატიანი: პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, ე.წ. მოსმენების კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ის არ უნდა ექვემდებარებოდეს იმ უწყებას, რომელიც აწარმოებს გამოძიებას და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ძალაუფლების კონცენტრირება სუს-ის ქვეშ ხდება. ის აკონტროლებს არამარტო ოპოზიციას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ ხელისუფლებასაც.. ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი შევაჩეროთ’’,- განაცხადა სერგო რატიანმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ფარული მოსმენების კანონზე პრესკონფერენციას დღეს 15:00 საათზე გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან