2017-02-27 16:55:25, 2800 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატის თქმით, დეკანოზის მიერ მიცემულ ჩვენებაში, აქამდე უცნობი სახელი და გვარი იყო დასახელებული
„მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემულ ჩვენებაში, აქამდე უცნობი სახელი და გვარი იყო დასახელებული“, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.
მისი თქმით დაკითხვის პროცესში ბრალდების მხარემ შეკითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დასვა, თუმცა ფანცულაია არც მათ შინაარსს არ აკონკრეტებს.
„მათ შორის საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს, ჩემი პოზიციით, საერთოდ უნდა გათავისუფლდეს ბრალდებისგან“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მამა გიორგის დაკითხვა გრძელდება. დაკითხვის პროცესი რამდენიმე წუთის წინ, შესვენების გამო შეწყდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან