13:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 14:57:54, 2057 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი: საქართველომ ევროკავშირის შავი სიიდან, თეთრ სიაში გადაინაცვლა

შერიგებისა და სამოქალაქო თანაშწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის შავი სიიდან, თეთრ სიაში გადაინაცვლა.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პასპორტმა სრულიად ახალი და სხვა დატვირთვა მიიღო.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. მინდა მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და თითოეულ მოქალაქეს მივულოცო. ჩვენ ამ დღისკენ მივდიოდით ძალიან დიდი ხანი. ბევრი რეფორმა ჩავატარეთ, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვისაა სასარგებლო. ვფიქრობ ძალიან დამსახურებულად მივიღეთ აღიარება და მხარდაჭერი ევროკავშირის ქვეყნებისგან. რაც მოხდა დღეს, არის სინამდვილეში ის, რომ საქართველომ ევროკავშირის შავი სიიდან, ასე ეწოდება, გადაინაცვლა თეთრ სიაში, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეების უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ძალიან დიდი შრომა ჩადი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაში.

"ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქე აცნობიერებს ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და ჩვენგანაც, რა თქმა უნდა მაღალ პასუხისმგებლობას ელოდება. ჩვენ ველოდებით, რომ მივიღებთ სარგებელს, არა მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის, არამედ ეს ხსნის კონტაქტების შესაძლებლობებს", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას ხელი 1 მარტს მოეწერება. 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics