12:11 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 12:02:16, 2116 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაზე: ამას პუტინის ოკუპანტური რეჟიმი აცხადებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო ვიზების ლიბერალიზაციას სატყუარად იყენებს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ყველაფერს რაც ოკუპირებული  დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში ამბობს არა აფხაზეთი, არამედ პუტინის რეჟიმი.

„მოვისმინე განცხადება.  რაც არ უნდა განაცხადონ მათ, ისინი არ აცხადებენ ამას. ამას აცხადებს პუტინის ოკუპანტური რეჟიმი და მეტი არავინ. ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ იგივე ნაბიჯების გადადგმას, რასაც ვაკეთებდით აქამდე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics