12:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 13:10:09, 1731 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
გიორგი ალიბეგაშვილი: დაზარალებული მოვაჭრეები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსთან“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მივიდა  და დამწვარი ტერიტორია დაათვალიერა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებული მოვაჭრეები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ.  გამოძიების დასრულებამდე, ალიბეგაშვილი მომხდართან დაკავშირებით სხვა რაიმე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, რამდენიმე წუთში კი  მთლიანად შენობაზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics