03:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:29:10, 1635 ნახვა

კომენტარი
ბეჟაშვილი: ხელისუფლების გულგრილობის გამო ომის გმირი დღეს განსაცდელის წინაშე იმყოფება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გულგრილობის შედეგად, საქართველოს და უკრაინის ომის გმირი დღეს განსაცდელის წინაშე იმყოფება.

როგორც ბეღაშვილმა აღნიშნა, ქართველ სამხედროს მხარდაჭერას ხალხი და უკრაინა უცხადებენ. 

„საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივი გულგრილობის და საქციელის გამო, გია ცერცვაძე, უკრაინის და საქართველოს გმირი აღმოჩნდა ასეთ განსაცდელში და რომ არა ქართველი ხალხის ერთიანობა, ქართველი ხალხის აქტიურობა, უკრაინის მხარდაჭერა, დღეს შეიძლება ვითარება სულ სხვაგვარი ყოფილიყო", -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

ცნობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics