15:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 14:35:19, 374 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს

დღეს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან,  კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციასა (CENN) და  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, დედამიწის საათს აღნიშნავს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროსა და CENN- ის მიერ გამოცხადდა პოსტერების  კონკურსი  თემაზე  - „მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში“. კონკურსში საქართველოს 5 რეგიონის - აჭარის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი პოსტერები რეგიონებში არსებული მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებს ასახავდა.

 გამარჯვებულ 22 მოსწავლეს დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ სამინისტროში უმასპინძლა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics