12:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 14:55:04, 525 ნახვა

საზოგადოება
გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველო ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო ევროჯასტის ნაწილი გახდება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან ერთად 25 მარტს  ქ. ჰააგაში ევროჯასტის პრეზიდენტ მიშელ კონინსხს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროჯასტს, როგორც ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოს, შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების პროცესის მიმდინარეობა და ამ მიმართულებით მომდევნო პროცედურული ნაბიჯების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის აქტივიზება და თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა.
ევროჯასტი (Eუროჯუსტ) არის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics