12:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 14:08:44, 407 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს იძულებით გამოსახლებას უპირებენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს  კორპუსის მეპატრონეები იძულებით გამოსახლებას  უპირებენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ე.წ. მეტრომშენის კორპუსში მცხოვრებმა თამარ ცუცქირიძემ განუცხადა.
როგორც „ექსპრესნიუსსთან“ საუბრისას ცუცქირიძემ აღნიშნა, მეტრომშენის კორპუსის მეპატრონეები სატვირთო მანქანებითა და ჩაქუჩებით არიან მისულები.

„მეტრომშენის კორპუსებიდან ჩვენ იძულებით გამოსახლებას გვიპირებენ. მეტრომშენის ხალხი მოსულია ჩაქუჩებით, მათი მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი. დაწყებულია ადმინისტრაციული საქმე, სამართალდამცავმა ორგანოებმა, მერიამ და საერთოდ ყველამ იცის, რომ შეჩერებულია ჩვენი გამოსახლება. საქმე იმაზე მეტად რთულად არის ვიდრე წარმოგიდგენიათ“,-განაცხადა თამარ ცუცქირიძემ.

შეგახსნებთ, რომ ზღვის უბნის დასახლებაში მეტრომშენის ე.წ. კორპუსებში 110 სოციალურად დაუცველი  2006 წლიდან ცხოვრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics