13:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:42:21, 1772 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: სირიასთან დაკავშირებით, ჩვენი ხმა მსოფლიო მასშტაბით ისმის

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სირიის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ყველა საერთაშორისო ფორმატში აქვს დაფიქსირებული.

მისი თქმით, პარლამენტის განსასაზღვრია მივიღებთ თუ არა ამ საკითხზე რეზოლუციას.

„საქართველოს პოზიცია ძალიან აქტიურად ფიქსირდება ყველა საერთაშორისო ფორმატში. მაქსიმალურად ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბით სირიის კრიზისის საკითხზე. ეს გამოიხატება თუნდაც ჩვენი ვალდებულებით, რომელიც სტამბულის სამიტზე გავაჟღერეთ, რომ საერთაშორისო დონორების დაფინანსების შემთხვევაში სტუდენტებს მივიღებთ. ასევე, ჰუმანიტარული დახმარების ფორმატზე აქტიურად ვმუშაობთ. საქართველოს პოზიცია, სირიასთან დაკავშირებით ყველა ფორმატშია დაფიქსირებული. პარლამენტის განსასაზღვრია, მიიღებს თუ არა რეზოლუციას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics