12:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 14:59:59, 1216 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: სირიაში მიმდინარე პრობლემატიკასთან დაკავშირებით საქართველო ყველა დისკუსიაში იყო ჩართული

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო გაერო-სთან კომუნიკაციის პროცესშია.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იქნება შეხვედრები და ბუნებრივია დაიგეგმება, იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც საქართველოს აქვს, თუ როგორ მოხდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სირიისთვის. 

ზალკალიანის თქმით, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ჩვენც ამ პროცესში გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ვუერთდებით.

„სირიაში მიმდინარე პრობლემატიკასთან დაკავშირებით, საქართველო ჩართული იყო ყველა მიმდინარე დისკუსიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უშიშროების საბჭოს წევრები არ ვართ, ჩვენ მის მუშაობაში მონაწილეობა არ მიგვიღია. მაგრამ ყველა ინციატივები და რეზოლუციები იყო ჩვენს მიერ დასპოსნორებული და ჩვენ ვართ შეერთებული ყველა რეზოლუციას, რაც სირიასთან მიმართებაში არის გაერო-ს ფარგლებში. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა კომისიაში, რომლის წევრი ჩვენ 2016 წლიდან ვართ, აქტიურად ვიღებდით დისკუსიაში მონაწილეობას. ჩვენი წარმომადგენელი სიტყვითაც გამოვიდა და შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო ცეცხლი  და საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონოდა წვდომა ამ ტერიტორიებთან“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics